Wednesday, February 17, 2016

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია (ნაწილი III)

                   თამარ შარაბიძე
  

ნიკოლოზ ბარათაშვილის სიცოცხლის ბოლო წლები

     
         ოთხი თვე  _ 1844 წლის ნოემბრის ბოლოდან 1845 წლის მარტის დასასრულამდე _ ნიკოლოზ ბარათაშვილმა უცხოეთში, ნახჭევანის მაზრაში, გაატარა. ეს იყო სამშობლოდან პირველი მოშორება, გამოწვეული ოჯახის რჩენის მიზნით. ბარათაშვილი, ერთი შეხედვით მხიარული, ცოტა ცინიკურიც და დროსტარების მოყვარე, ოჯახისთვის განსაკუთრებით თავდადებულია. მთელი სერიოზულობით მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, თანახმაა თითქმის ყველაფერზე, რადგან სახლში უიმედობით ლოგინად ჩავარდნილი, დამბლადაცემული მამა ჰყავს, დარდით შეპყრობილი, არც თუ ისე მოხუცებული, სულ 50 წლის, და სიღატაკეში მყოფი ოჯახის წევრები, უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილნი. კანცელარისტად მუშაობა სულს უხუთავს ბარათაშვილს, ცოცხალი სამუშაო ურჩევნია, რადგან ბუნებით დაუდეგარია, მოუსვენარი. და აი, ნახჭევანის მაზრის მმართველად ლევან მელიქიშვილი ინიშნება. გიმნაზიის მეგობართან ერთად სამსახური ბარათაშვილისთვის ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე გადამთიელ ჩინოვნიკებთან; თანაც პროვინციაში შრომა უფრო მეტად ფასობს და სამშობლოდან მოშორებით მყოფი ოჯახსაც მეტად დაეხმარება. ნაცნობ-მეგობრები შუამდგომლობენ ბარათაშვილს, რომ მაზრის მმართველის მოადგილედ დაინიშნოს. ბარათაშვილი ნახჭევანში მიემგზავრება; მას ევალება მაზრის მმართველის მოადგილის თანამდებობის შესრულება, თუმცა ამ თანამდებობაზე ჯერ დამტკიცებული არ არის.
        ნახჭევანი ახალი შეერთებული იყო რუსეთის იმპერიასთან, ამიტომ იქ ადმინისტრაციის შექმნისათვის მუშაობა დიდ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვდა. პოეტის მდგომარეობას ართულებდა სამშობლოდან, თბილისიდან, ნაცნობ-მეგობრებისაგან  მოშორებასამი თვეა აქა ვარ და ძაღლად არავინ მახსენა,  _ ახლობლების უყურადღებობას განიცდის პოეტი და ჩივის მაიკო ორბელიანთან, _ ეჰ! მაგის დარდსაც გაუძლებ! აღარც მე მცალიან ვისთვისმე; ახლა მე ჩემი თავი ხელმწიფობას და საზოგადოობას შევსძღვენ, სულ ხომ ყმაწვილობა არ იქნება, დრო არის რიგიანის სამსახურისა, თქვენც გეყოფათ ბუზების ხოცვა... (ბარათაშვილი 1968 : 193). ბარათაშვილს სერიოზული  მიზნები აქვს, მუშაობა სწადია, მაგრამ მაინც ხინჯად აქვს გულში, _ როგორც ერთ ქალს უბრძანებია, ... აქ მოგვწყინდნენ და გავყარეთო! ერთ ქალს ვინღა ჩივის, ის აკვირვებს, რომ მანანა ორბელიანი მოკითხვასაც არ უთვლის. მიზეზი ნათელიაახლა ჩვენ ვიღას მოვაგონდებით, ვიღაც ორი ტლუ ბიჭი გდია ნახეჩევანში. _ ახლა ცა ახალია, ქვეყანა ახალია და მოდაში ოთხმოცის წლის კაცები არიან“  (ბარათაშვილი, თხზულებანი, 1968 , გვ. 194). ცხადია, ბარათაშვილი ხუმრობს, თუმცა ხუმრობის მიღმა გული სწყდება, რომ თბილისის საზოგადოების ცენტრში აღარ ტრიალებს. თავის მეორე წერილში მაიკოსადმი პოეტი იწერებაჩვენი აქ ცხოვრება, სწორე გითხრა, ტანჯვასა და უსიამოვნების მეტი არა არის რა. ლევანიც ავად გამიხდა და თავად ბლუ იყო, უფრო დაბლუვდა სიცხისაგან. რასაც ეს ნეიდგარტს (იგულისხმება მთავარმართებელი) სწყევლის, აქ გამოგზავნისათვის, არ ვიცი თუ რა მოუვიდეს (ბარათაშვილი 1068 : 195).  
            ნახჭევანი მდებარეობდა ირანის საზღვარზეიყო ერთი მივიწყებული აზიური ქალაქისადაც რუსეთთან შეერთების შემდგომ ბინა დაიდეს რუსეთის ოფიცრებმა, Mმათ შორის _ კავკასიელებმაც და პოლონელებმაცბარათაშვილს ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა როგორც მათთანასევე ადგილობრივ განათლებულ მოსახლეობასთან _ კერძოდხანის მემკვიდრეებთან. Gგარკვეული კუთხითმისთვის საინტერესოც კი უნდა ყოფილიყო ეს აზიურითბილისისაგან საგრძნობლად განსხვავებული ქალაქი თავისი ტრადიციებითთბილისელი მეგობარი ქალებისათვის აქ არჩევდა ბარათაშვილი ირანელ ვაჭრებთან ორიგინალურ კრიალოსნებს. Mმაიკო ორბელიანთან მიწერილი წერილიდან ირკვევარომ მას ტასო ორბელიანისთვის (მანანა ორბელიანის ქალიშვილისთვისგაუგზავნია თავდაპირველად კრიალოსანიქართველი ქალებისათვის იმჟამად უჩვეულო და ნატიფ ნივთს მაიკო ორბელიანიც მოუხიბლავს და ამის შესახებ ტატოსთვის მიუწერიატატო მეგობარს პასუხობსკრიალოსნები გეთხოვათ. Mმე დიდი ხანია თავრიზიდან ხუთი კრიალოსანი დავიბარე... მაგრამ ჯერ არ გამოგიგზავნითსანამ ტასოს ნება არ გექნებათიმიტომრომ მაგისთანა კრიალოსანი ერთი უნდა იყოს და რაკი გამრავლდებალაზათი წაერთმევა” (ბარათაშვილი 1968 : 193). 
    A   მიუხედავადნახჭევანში ბარათაშვილის გარკვეულ დონეზე ადაპტაციისამის ბიოგრაფიებში იქ ცხოვრება მაინც მძიმე ტვირთად წარმოჩნდებაამის მიზეზი უნდა იყოს დაუფასებელი შრომადაუფასებელი იმ `ხელმწიფობისა და საზოგადოობისგან~, რომელთათვისაც თავის `შეძღვნაჰქონდა პოეტს გადაწყვეტილივფიქრობთსაბოლოოდ ნახჭევანში ყოფნა ბარათაშვილისთვის გაუსაძლისი მაინც არ უნდა ყოფილიყოჩვენს აზრს განამტკიცებს ის ფაქტიცრომ მას არ სურდა ამ პროვინციიდან წამოსვლა და თბილისში დაბრუნება.
       ნახჭევანთან დაკავშირებულ კიდევ ერთ დადებით მომენტად შეიძლება მივიჩნიოთ იქ დაწერილი ორი ლექსირომლებიცსაბედნიეროდშემოგვრჩასაბედნიეროდვამბობთ იმიტომრომ ბარათაშვილის ბოლოდროინდელი ლექსებინახჭევანსა და განჯაში დაწერილიარ შემონახულაისინი არც ერთ ხელნაწერ კრებულში (მაიკო ორბელიანისეკატერინე ჭავჭავაძისთავად ბარათაშვილისგრიგოლ ორბელიანისარ არის შესულითითქმის ყველა დაიკარგაგადარჩენილი ორი ლექსიდან ერთია `დამქროლა ქარმან სასტიკმან~ (ავტოგრაფი შენარჩუნდარადგან იგი ბარათაშვილს მაიკო ორბელიანისათვის გაუგზავნია წერილთან ერთად 1845 წლის 9 თებერვალსდა მეორე _ უფრო ადრე დაწერილიისიც ნახჭევანში ამავე წლის 10 იანვარს  _ `მადლი შენს გამჩენს~ (ლექსის ავტოგრაფი არ შემონახულაიგი ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა `საქართველოს მოამბეში~ _ 1863 . #2). ეს ნაწარმოებები წერილებთან ერთად ხელს გვიწყობს პოეტის ბიოგრაფიის სრულყოფაშირადგან ყველაზე უფრო ცხადად წარმოაჩენს იმ ფიქრსა და გრძნობებსრომლებითაც პოეტი სულდგმულობდა.
    Oორივე ლექსში ფიგურირებს სატრფოერთში კი აქცენტი სატრფოს დაკარგვით გამოწვეულ უბედობაზეა გადატანილიპოეტის უბედობამთელი მისი შემოქმედებიდან გამომდინარეგასაკვირი არ არის; უბრალოდ საინტერესოაამჯერადაც ჰყავს თუ არა ლირიკულ სატრფოს ადრესატირამდენად ძლიერია პოეტის გრძნობა მისადმი და განსხვავდება თუ არა მხატვრული თვალსაზრისით ეს ლექსები ადრეული სატრფიალო ნიმუშებისგანლექსის _ `მადლი შენს გამჩენს...~ _ მიხედვით თუ ვიმსჯელებთსატრფო ლამაზიწყნარიშავთვალება ქალია და ძნელად თუ მიესადაგება პოეტის  მუზასცისფერთვალა ეკატერინე ჭავჭავაძესრომელიც ამ დროს დიდი ხნის გათხოვილია (1839 ), დარღვეულია აგრეთვე ტატოსა და ეკატერინეს მეგობრობაცრომელიც ეკატერინეს გათხოვების შემდგომ აღდგა და რამდენიმე ხანს გრძელდებოდა (1840-1841 წწ). სატრფოს მშვენიერ, `ცისა ფერისთვალებს ლექსში შავი თვალები ცვლისამაღლებულ განწყობას კიბარათაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, _ მდაბიური, `როგორღაც ფიქრში მოსული~. ლექსი თავისი საზომით (16-მარცვლიანი დაბალი შაირით, `მე ვარ და ჩემი ნაბადის... ~ ხმაზედ თქმულიდა ხალხური ლექსისათვის დამახასიათებელი ინტონაციით საგრძნობლად განსხვავდება ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილიდახვეწილი,  ფილოსოფიურიარქაისტული ენითა და მაღალი სტილით შექმნილი ლექსებისაგანპოეტის ადრესატი ან სხვა არისან _ არავინთუ არსებობს ეს სხვა და იქაურიანახჭევანელიმაშინ კიდევ უფრო მკვეთრი ხდება მინიშნება უცხოეთშისატრფოს ქვეყანაშიდროებით მყოფი მგზავრისა:
          ყარიბი ვინმე მოვსულვარსოფლისა მუშა საწყალი,
         ამხანაგად მყავს ნაბადიძმობილად _ ბასრი ხანჯალი~
                          (ბარათაშვილითხზულებანი, 1968 გვ. 134).
           ნახჭევანიდან მაიკო ორბელიანთან გამოგზავნილ წერილებში გამოკრთის ერთი იქაური ქალის სახემაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გამოკრთის და უფრო მეტის თქმის საშუალებას არ გვაძლევსპოეტი მის შესახებ წერს`ახლა ნახეჩევანში ერთი ახალი ლექსიათვრამეტის წლის ქალის ნათქვამირომელსაც სახელად გონჩა-ბეგუმ ჰქვიანხანის ქალიაძალიან ლამაზი და მარილიანიაბევრში წარმოგიდგენთ ორლოვის ცოლსსაცოდავი დამწვარია თავის ქმრისაგან და ახლა იმასთან აღარ არის და ცდილობს რომ გაუშოსსაწყალი თორმეტის წლისა ყოფილარომ ძალად გაუთხოვებიათ. _ ამათი ამბავი რომ იცოდეთერთი კარგი რომანია, _ ამ ლექსში თავის თავს სტირისერთს ადგილას ამბობსჩემო მშვენიერო ბახჩაომინდა მოვიდევიმუსაიბო შენს შადრევანთანშენს ყვავილებთანმაგრამ მეშინიანრომ ჩემი ქმარი იქ არ იყოსო. _ ამ ლექსს დავაწერინებ და თავის თარგმანით გამოგიგზავნითმგონია სათარამ ეს ხმა უნდა იცოდესკარგი ხმა არის~ (ბარათაშვილი 1968 : 194). სათარა ცნობილი ირანელი მომღერალი ყოფილააღმოსავლეთის ჰანგების დიდოსტატინიკოს ძალიან უყვარდა მუსიკა და დიდ პატივს სცემდა სათარას ხელოვნებასმისი დის _ ბარბარე ვეზირიშვილის _ თქმითსადაც კი წავიდოდასათარა ყველგან თან დაჰყავდა თურმე.
     წერილის მესამე გვერდის არშიაზე მიწერილია ლევან მელიქიშვილის ხელით`ტატო დღე და ღამე იხვეწებათუ ღმერთი გწამს გააშვებინე ქმარიომეროგორც დამჯდარი კაციარა ვშვრები~ (ბარათაშვილითხზულებანი, 1968 გვ. 194). Mმაზრის უფროსის ეს მინაწერი გონჩა-ბეგუმს ეხებაჩანსნიკოლოზ ბარათაშვილის დაინტერესება ამ ქალბატონით საკმაოდ სერიოზულია დათუნდაც წარწერა სახუმარო ყოფილიყოპოეტის დამოკიდებულება სცილდება ხანის `ლამაზი და მარილიანიასულის პოეზიით გამოწვეულ ხიბლს.
     Aამგვარადვე უნდა აღექვა ბარათაშვილის წერილი მაიკო ორბელიანსაც და თუმცა მისი პასუხი ტატოსადმი აღარ არის შემორჩენილი (ბარათაშვილის არქივი მისი სიკვდილის შემდეგსანამ პოეტის დედა და ილია ორბელიანი ჩავიდოდნენ განჯაშიგანადგურდა; 1844-1845 წლების ნაწარმოებებიცა და წერილებიც გაიბნა და დაიკარგა), ბარათაშვილის შემდეგი ბარათიდანრომელიც კვლავ ნახჭევანიდან არის გამოგზავნილივიგებთრომ მაიკო დაინტერესებულა ამ ამბით და გონჩა-ბეგუმი თავისი ძმობილის სატრფოდ თუ არაგატაცებად მაინც მიუჩნევიასწორედ ამის უარყოფას ცდილობს ბარათაშვილიროდესაც წერს`საყვარელო დაომაიკოდიდად ვწუხვარრომ ვერ გამოიცან ჩვენი მოქმედება. Mმე კიდეც შევარიგე ცოლ-ქმარიო~ (ბარათაშვილი 1968 :195).
     1844 წლის 10 იანვრიდან (ეს არის ლექსის _ `მადლი შენს გამჩენს~_ დაწერის თარიღად მიჩნეული დრო ილია ჭავჭავაძის Yმიხედვით) _ ამავე წლის 9 თებერვლამდე (მაიკო ორბელიანის წერილზე მითითებულ თარიღამდე) _ ერთი თვეც არ არის გასული და მკვეთრად იცვლება პოეტის განწყობაკვლავ სახეზეა უიმედობასატრფოს დაკარგვით გამოწვეულიაღარ ჩანს სილაღერომელსაც ლამაზი ქალის ხილვა იწვევსმართალიაგანცდა იმ ტრაგიზმს ვერ აღწევსრომ პოეტი `უენო მსხვერპლად~ (`მიყვარს თვალები მიბნედილები~, 1942 .) მივიჩნიოთმაგრამ ვფიქრობთხელახალი იმედგაცრუების კვალი ლექსში ნამდვილად შეიგრძნობა.
     ძნელი სათქმელიაჰქონდა თუ არა ბარათაშვილს გრძნობა გონჩა-ბეგუმისადმი და მიუძღვნა თუ არა მას `მადლი შენს გამჩენსლამაზო~, მაგრამ ერთი კი ცხადიანახჭევანში დაწერილ მეორე ლექსში _ `დამქროლა ქარმან სასტიკმან~, რომელიც იმავე საზომით არის შესრულებულირომლითაც ერთი თვით ადრე დაწერილი `მადლი შენს გამჩენს~, კვლავ ჩნდება დიდი სიმძიმილი და უიმედობის განცდასასტიკი ქარი პოეტს სიცოცხლის დამატკბობელ ყვავილს წაართმევსციური ცვარით დანამულსმის ადგილს კი `უჟამო დროცრემლით შეცვლის:
             „დამქროლა ქარმან სასტიკმანთან წარმიტანა ყვავილი,
             მაცხოვლებელი სიცოცხლისსუნნელებითა აღვსილი!
             იგი ნიადაგ ციურთა ცვართაგან იყო ნამილი;
                დრომ უჟამურმან აწ ცრემლით შესვარა მისი სახელი!~  
                              (ბარათაშვილითხზულებანი, 1968 გვ. 135)
        ლექსი თავისი განწყობითა და მსოფლხედვით გვახსენებს ბარათაშვილისავე ნაწარმოებს _ `ვპოვე ტაძარი~, დაწერილს 1841 წელსროცა პოეტს საბოლოოდ გადაეწურა ეკატერინე ჭავჭავაძისაგან საპასუხო სიყვარულის იმედიბარათაშვილი არც აქ ღალატობს თავის მიერ წინა წლებში უკვე ჩამოყალიბებულშეიძლება ითქვასდაკანონებულ ხედვას სიყვარულის ღვთაებრიობის შესახებ და ამ გრძნობას ამჯერადაც `ციური ცვარითდანამულს წარმოგვიდგენსისეთივე ენობრივი ფაქტურითროგორითაც სხვა ლექსებია დაწერილილირიკოსის მწიგნობრული ენითბარათაშვილის სტილში პოეტის მხოლოდ ზოგიერთი ლექსი არ `ჯდება~ _ ერთ-ერთი მათგანია `მადლი შენს გამჩენს~ _ რასაც ფოლკლორის გავლენით ხსნიანჩვენ არ გამოვრიცხავთ ცხოვრებისეულ სიახლესაცრაც გავლენას ახდენს ლექსის განწყობაზეც და საზომზეცხოლოროცა სიახლე ქრებაპოეტიც თავისივე ჩვეულ სტილში ექცევავგულისხმობთ მეორე ლექსს _ `დამქროლა ქარმან სასტიკმან...~ _ რომელიც იმავე საზომითაა დაწერილირომლითაც  _ `მადლი შენს გამჩენს~, მაგრამ პოეტის სხვა ლექსთა სტილისგან ვერაფრით განასხვავებბარათაშვილის შემოქმედებას პოეტური მეტყველების მხრივ აჩნევია ქართული ჰიმნოგრაფიისზოგადად _ ძველი ქართული ლიტერატურისდიდი გავლენაეს გავლენა ძალზე თვალსაჩინოა ბოლო ლექსშიც.
     `დრომ უჟამურმან აწ ცრემლით შესვარა მისი სახელი!~ (ბარათაშვილითხზულებანი, 1968 გვ. 135) _ ამ სტროფმა შეუძლებელია არ გაგვახსენოს ცნობილი ნაწყვეტიღვთისადმი მიმართვა, `ვეფხისტყაოსნიდან~:
      ` ... ჰე მზეოვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
     ერთარსებისა ერთისამის უჟამოსა ჟამისად~
                                             (რუსთაველი 1966 : 826).
         `ვეფხისტყაოსნის~ `უჟამო ჟამშიანუ `უდროო დროშითუკი ღმერთი იგულისხმება და ეს ცხადზე ცხადია ღვთის სახელთა განმარტების კატაფატიკურ-აპოფატიკური მეთოდის საფუძველზებარათაშვილის სიტყვებშიც _ `დრომ უჟამურმან~ _ უფალი ხომ არ უნდა დავინახოთ?! რომელი უფრო სწორია _ ავი დრო (როგორც ჩვენ ტრადიციულად გვესმისცვლის სიყვარულის ადგილს ცრემლითთუ _ ღმერთი?
      ბარათაშვილის `ჩემი ლოცვისმიხედვით რომ ვიმსჯელოთპოეტი სწორედ უფალს ევედრება `ვნების ქართაგან დაცვასდა `მყუდროების სადგურს~. .ღმერთი განსაზღვრავს ადამიანის ბედს და არა _ დროღმერთი კი `უჟამო ჟამიაანუ `უჟამური დრო~. ისე რომშესაძლებელია ბარათაშვილის სიტყვებშიც _ `დრომ უჟამურმან~ _ ქართულიტრადიციულიქრისტიანული მსოფლხედვისათვის დამახასიათებელიღვთის სახელთა გადმოცემის საუკუნოვანი გზა დავინახოთფსევდო-დიონისე არეოპაგელის მოძღვრება არც რომანტიკოსებისათვის ყოფილა უცხორადგან იგი მუდმივად აისახებოდა ტრადიციულ მხატვრულ აზროვნებაშიმაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამაც _ ღვთისა და სოფლის დუალიზმის არსებობარაც ასე თვალსაჩინოა ორივე პოეტთანრუსთაველთან საწუთრო უპირისპირდება „უჟამოს“, სოფელი _ ღმერთსღმერთი მფარველობს სოფლისგან განაწირს:
      `ვასოფელორაშიგან ხარრას გვაბრუნვებრა ზნე გჭირსა!...
      მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსაშენგან განაწირსა~
                                                    (რუსთაველი 1966 : 940).
    Uუნდა გავითვალისწინოთ ისიცრომ საწუთრო და სოფელი ისევეროგორც ჟამი და ბედირუსთაველთან დასაძლევიაგანგება კი _ ვერა. Gგანგება ღვთის ნებაა`განგებასა ვერვინ შესცვლისარ-საქმნელი არ იქნების~(188), `უგანგებოდ ვერას მიზმენ~ (1027)`განგებაა არ დავრჩებილახვარია ჩემთვის მზანი~(1027), `არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა~(786).
     ბარათაშვილთანაც ჩნდება საწუთრო და ბედისწერა (შავი ყორანი ხომ ავი ბედის პერსონიფიკაციაა); Pპოეტი კი არასოდეს უშინდება მათ:
     `მწუხრი გულისა _ სევდა გულისა _ ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
      რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს~
                                                 (ბარათაშვილი 1968 : 89).
      ჩვენს წინაშე კიდევ ერთხელ ისმება კითხვარას უნდა ნიშნავდეს `დრომ უჟამურმან~ _ ავ ბედსრომლის პერსონიფიკაცია შავი ყორანიათუ განგებასღვთის ნებას?  ჩვენი აზრითავი ბედის სახე ლექსში სასტიკი ქარია, `უჟამურ დროსკი განგების მნიშვნელობა ენიჭებათანაც არ დაგვავიწყდესრომ ბედის დაძლევა `ვეფხისტყაოსნისსიუჟეტში ძირითადი მიზანიაბარათაშვილთან კი მხოლოდ ბედთან ბრძოლა და მისი გადალახვის იმედი ჩანსგანგება და `მხვედრიკი თუმცა განსხვავდება ერთმანეთისაგანმაგრამ მათ შორის მკვეთრი ზღვარი არ ევლებასწორედ ეს გარემოება გვაძლევს საშუალებასრომ პოეტის სიტყვებში _ `დრომ უჟამურმან~ _ ღმერთი და განგება დავინახოთრეალურადაც უბედობა ბარათაშვილს განგებად გადაექცა
     იგივე შეიძლება ვთქვათ გონჩა-ბეგუმზეცსამწუხაროაუბედობაარომ მისი ლექსის არათუ მხოლოდ ბარათაშვილისეული თარგმანიმაიკო ორბელიანისადმი დაპირებულიაღარ არსებობს (შესაძლებელიარომ მისი თარგმნა ვერც მოასწრო ბარათაშვილმაიმდენად მოკლე დროში დატოვა ნახჭევანი), არამედ პოეტი ქალის სახელიც კი გამქრალია და მას არავინ იცნობს თვით ნახჭევანშიცნახჭევანის სახანო 1828 წლის თურქმენ-ჩაის ზავის საფუძველზე გადავიდა რუსეთის მფლობელობაში. Uუკანასკნელ ხანს _ ექსან ქენღერლუს _ ნაიბის ტიტული მიენიჭარუსეთის მთავრობამ მას და მის მემკვიდრეებს უარი ათქმევინა ხანობაზე საკმაოდ დიდი თანხის საფასურადგონჩა-ბეგუმი მისი რომელიმე მემკვიდრის ქალიშვილი იქნებოდა. Mმის შესახებ ვიცით მხოლოდ ისრომ იყო გათხოვილიროგორც წარჩინებული წრის ადამიანმაიცოდა წერა-კითხვაჰქონდა პოეტური სული და შებოჭილი იყო ისლამის მკაცრი კანონებითრომლებიც ქმართან განშორების უფლებას არ აძლევდაბარათაშვილის დაინტერესება მისი პოეზიით გონჩა-ბეგუმის ლექსების ჭეშმარიტ ღირებულებაზე მეტყველებსბარათაშვილმა საჭიროდ სცნო გადაეწერა ნახჭევანელი ქალის ერთ-ერთი ლექსიეთარგმნა და თბილისში ახლობლებისთვის გამოეგზავნა.მან ამ ქალბატონში სილამაზესთან ერთად პოეტი დაინახა.  ამ შორეული ამბიდან კი ჩვენამდე კი მხოლოდ ყვავილის `დანაჭკნობმაფურცლებმა მოაღწიარომლებმაც მაინც დაგვატკბორადგან ეს ყველაფერი ბარათაშვილის `მოძულებულსიცოცხლეს ეხება:
              `აწცა თუ სადმე ვიხილავ მისს ფურცელსმისსა დანაჭკნობს,
             მოძულებული სიცოცხლე მყისვე კვალადცა დამატკბობს.
              მაგრამ მსწრაფლადვე გახშირდნენ მწარენი ჭირნი გულისა,
               რა ფიქრთა წარმოუდგებათ დაკარგვა სიხარულისა~
                                                                 (ბარათაშვილითხზულებანი, 1968 გვ. 135).
         მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილში `შემთხვევით~ (თუ საგულდაგულოდგაჟღერებულმა რამდენიმე წინადადებამ და პოეტის ორმა უკანასკნელმა ლექსმა საშუალება მოგვცა გონჩა-ბეგუმზე, 18 წლის ნიჭიერ პოეტ ქალზე გვესაუბრახანის `ლამაზ და მარილიანასულზემისი სახელი  დრომ გააქრომაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოსპო; `განგებამის ქართველი პოეტისდიდი პოეტისგრძნობებსა და ფიქრებში შემოგვინახა.
    
                                                                * * *                                          
        
        1845 წლის მარტის ბოლოს ბარათაშვილი ბრუნდება თბილისში ძველ თანამდებობაზეკანცელარისტადრითაც ძალზე გულგატეხილი და უკმაყოფილოა. 1845 წლის 10 მაისს ის წერს მოხსენებით ბარათს სამოქალაქო გუბერნატორის სახელზერომელშიც პირდაპირ მიუთითებსრომ მას უსამართლოდ მოექცნენის ფაქტიურად ოთხი თვის მანძილზე ასრულებდა ნახჭევანის მაზრის მმართველის მოადგილის მოვალეობასრომელზედაც აღარ დაამტკიცეს და დააბრუნეს თბილისში მისი სურვილის წინააღმდეგ (დოკუმენტის ტექსტიპუბლიკაცია ჩხეტიასიბარათაშვილი 1945 : 324).
         თბილისში დაბრუნების შემდეგ ბარათაშვილი კვლავ შეუდგა სამსახურის ძებნასპროვინციაში სურდა მოწყობა მაღალი ანაზღაურების გამომისი ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებული იყო. Mმელიტონი ისევ დამბლად ჩავარდანათესავ-მეგობრების ჩარევით 1845 წლის 24 მაისს პოეტი თელავის მაზრის მმართველის მოადგილის “მოვალეობის აღმასრულებლად” ინიშნებაის ემზადება კიდეც კახეთში წასასვლელადდაწერილია ბრძანებაცცხენებიც გამოყოფილია სამგზავროდმაგრამ მოულოდნელადთითქოს ბედის ჩარევითბარათაშვილი თელავის მაგივრად მიდის განჯაში. Pბარათაშვილის ჩხეტიას მიერ შეკრებილ დოკუმენტებში ინახება ორი საბუთი პოეტის განჯაში დანიშვნასთან დაკავშირებითერთია სამოქალაქო გუბერნატორის მოხსენება კავკასიის მეფისნაცვლისადმირომელშიაც დასაბუთებულიათუ რატომ უნდა გაემგზავროს ბარათაშვილი განჯაში _ განჯის მაზრის უფროსის თანაშემწემიესე ანდრონიკაშვილმავერ გაუძლო იქაურ ჰავასდაავადდა ციებითამიტომ მას გადმოიყვანენ თელავშიხოლო ბარათაშვილს გააგზავნიან განჯაშიმეორე საბუთი კი პოეტის Pპატაკიარომელშიც ის მოითხოვს განჯაში წასვლასპავლე ინგოროყვა ბარათაშვილის ამ მონდომებას ორი გარემოებით ხსნის„...თელავის მაზრის მმართველად იყო არაქართველი და ბარათაშვილსჩანსარაფრად ესიამოვნებოდა სამსახური უცხოელის ხელქვეითადრაც შეეხება მამუკა ორბელიანსმასთან ბარათაშვილს ხანგრძლივი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებდააქ საჭიროა მოვიხსენოთრომ მამუკა ორბელიანი არ არის შემთხვევითი პიროვნება იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში. Mმამუკა ორბელიანი იყო დიდი ქართველი პატრიოტიმონაწილე 1832 წლის შეთქმულობისაამასთან განათლებული ადამიანიმცოდნე და მოყვარული პოეზიისა. Mმამუკა ორბელიანი დიდი გატაცების კაცი ყოფილა. Gგადმოგვცემენრომროდესაც მამუკამ გაიგო პუშკინის სიკვდილი დანტესის ხელითმას განზრახული ჰქონდა დანტესის ხმალში გაწვევა “ (ინგოროყვა 1968 : 76)რასაკვირველიაბარათაშვილიქართველი და თანაც პოეტიმალარიით განთქმულ განჯაში მამუკა ორბელიანთან ერთად სამსახურს ამჯობინებდათბილისთან ახლოსთელავშიუცხოელი ჩინოვნიკის ქვეშევრდომობას.
      1845 წლის 19 ივნისს დაიწერა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორის ბრძანება ბარათაშვილის განჯაში დაუყოვნებლივ გამგზავრების შესახებივნისის ბოლო რიცხვებში პოეტი უკვე განჯაშია. Mმოუცლელიარადგან მამუკას ხშირად უწევს თბილისში ყოფნა და ბარათაშვილს მარტო უხდება მხარის საქმეთა ხელმძღვანელობამიმოსვლა ყოფილი სახანოს სხვადასხვა კუთხეშიმომთაბარე მოსახლეობისათვის თვალყურის დევნება და ყაჩაღთა ბრბოების დევნა
      მიუხედავად პოეტისათვის ჩვეული იუმორისაგანჯიდან მოწერილი მისი წერილები აღსავსეა შეფარული დარდითრომელსაც სამშობლოსგან მოშორებაუცხომიყრუებულ მხარეში გადახვეწა იწვევსბარათაშვილს ენატრება თბილისიითხოვს თბილისის ჭორების მოწერასვისაც ჭორი არ უყვარსმაგალითადბაბალე საგინაშვილსპოეტის ახლო ნათესავსეხვეწებამისი გულისთვის მაინც დაუგდოს ყური ჭორებსმისწეროს და ასიამოვნოს ამ უდაბურს ადგილს” (ბაბალე საგინაშვილისადმი”, ბარათაშვილი 1968 : 197); განიცდისრომ მისი ახლობლები დაწინაურდნენჯვრებით დაიმშვენეს მკერდიმას კი  არავინა ჰყავსთუნდაც რომ გამოესარჩლოს. Eეს დარდი შეფარვით იკითხება მაიკო ორბელიანისადმი მურუტიდან (განჯის რაიონის სოფელიგაგზავნილ წერილში.  ალექსანდრე საგინაშვილთან მიწერილი ბარათი კი ლერმონტოვის სიტყვებით სრულდება: «Скучногрустно». ვფიქრობთნახჭევანთან შედარებით ბარათაშვილის მდგომარეობა განჯაში უფრო მეტად დამძიმებულიააქ მის ნაცნობთა წრეც ძალიან შემცირებულიაპოეტი ნახევრად ხუმრობით წერს ბაბალე საგინაშვილსთუ ღმერთი არ შემეწიაგავსულელდები ამდენ თარაქამებში“  (ამ სიტყვებით მოიხსენიებს არაქრისტიანებს).
          ბარათაშვილი განჯაში სავარაუდოდ მალარიით დაავადდა. მამუკა ორბელიანი ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა და მას მარტო უხდებოდა  განჯის  სხვადასხვა სოფელში საქმეების მოწესრიგება. ორი კვირა ჰქონია ხურვება; 9 ოქტომბერს კი პოეტი გარდაიცვალა; მარტოდმყოფი შეხვდა სიკვდილს, ახლობლებისგან, ნათესავებისგან, მეგობრებისგან, სატრფოსგან მოშორებული, უცხო მიწაზე, როგორც მიუსაფარი მწირი. ბარათაშვილმა თავისი შემოქმედებით თოთქოს იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი. ის დაასაფლავეს განჯაშივე, ქალაქის ციხესთან აგებული მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში, მშობლებისგან დაუტირალი. მის დასაფლავებას საქართველოდან არავინ დასწრებია. ავადმყოფი დედა და ბიძა მხოლოდ მეორე წელს ჩავიდნენ მის საფლავზე. ილია ორბელიანმა, სიყრმის მეგობარმა და უახლოესმა ნათესავმა, მერანის ადრესატმა, მის სამარეს საფლავის ქვა დაადო, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა.  დაკრძალვის ადგილს ცნობდნენ სასაფლაოზე  ამოსული დიდი კვიპაროსის ხით.

* * *
         1876 წელს, ბარათაშვილის კრებულის ცალკე წიგნად გამოსვლისთანავე, გაზეთმა დროებამ დააყენა საკითხი პოეტის ნეშტის თბილისში გადმოსვენების შესახებ,  აღიძრა შუამდგომლობაც მთავრობის წინაშე, მაგრამ თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.
        1891 წელს გაზეთ ნოვოე ობოზრენიაში განჯელმა კორესპონდენტმა დაბეჭდა წერილი, რომელშიაც მოთხრობილი იყო ბარათაშვილის საფლავის მეტად უნუგეშო მდგომარეობაზე. კორესპონდენტი იუწყებოდა, რომ ქალაქის ადმინისტრაციას მიზნად აქვს ეკლესიის გალავანში, სადაც პოეტი იყო დასაფლავებული, გზა გაიყვანოსო. ამ წერილს მაშინვე გამოეხმაურა გაზეთიივერია საკმაოდ ვრცელი წერილით;  მისი რედაქტორი ილია ჭავჭავაძე კი პოეტის ნეშტის გადმოსვენების საკითხის მოგვარებას შეუდგა. რაკი ხელისუფლებას პრესაში დაბეჭდილი წერილისათვის ყურადღება არ მიუქცევია და თავისთავად არც თანხა გაუღია, ცხადი იყო, რომ გადმოსვენება საზოგადოების ხარჯზე უნდა მომხდარიყო. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით გაზეთ ივერიის რედაქციაში დაარსდა . ბარათაშვილის ნეშთის თბილისში გადმოსვენების ფონდი. შემოწირულობა საქართველოს ყოველი კუთხიდან იყო გაღებული. 1892 წლის 9 ოქტომბერს მოეწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება. სხდომის ოქმში ვკითხულობთ:
    საგანი განხილვისა: მოხსენება საზოგადოების თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძისა პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის გადმოსვენების შესახებ.
    განჩინება: ეთხოვოს . . ორბელიანს, როგორც მახლობელ ნათესავს, ნებართვა მიიღოს გადმოსვენებისა. დაინიშნოს თანაშემწედ: . (.) ორბელიანისა, . ჭყონია და . კარიჭაშვილი.
         ნებართვა მთელი თვეები დაგვიანდა. მხოლოდ 1893 წელს მიიღეს თანხმობა პოეტის დებმა და უახლოესმა ნათესავებმა . ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენების შესახებ. იმავე წელს თბილისიდან განჯაში გაემგზავრნენ: . ბარათაშვილის ბიძაშვილი _ გიორგი ილიას ძე ორბელიანი და ..... საზოგადოების წევრები _ . იოსელიანი და . ჭყონია.
             ბარათაშვილის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს 1893 წლის 25 აპრილს. მისმა დაკრძალვამ სახალხო მღელვარების და ეროვნული გამოსვლის სახე მიიღო. თბილისის ჟანდარმერიის უფროსმა ამ ფაქტის თაობაზე პეტერბურგის პოლიციის დეპარტამენტში  საიდუმლო მოხსენებაც კი გაგზავნა, რომელშიაც ირონიულად, თუმცა დაწვრილებით აღწერდა პოეტის გადმოსვენებასქართველებმა ხელახლა წამოაყენეს მივიწყებული საკითხი განჯიდან თბილისში ქართველი პოეტის ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებისა. . ბარათაშვილი გარდაიცვალა ამ საუკუნის დამდევს და დასაფლავებული იყო განჯაში. განსაკუთრებული მიზნით მოთხარეს მიწიდან რაღაც ძვლები და ეროვნული პოეტის ნეშტის სახით გადმოასვენეს თბილისში, სადაც ამ ნეშტს მიეგება მრავალათასიანი საზოგადოება და დიდი პატივით და მოწიწებით მიაბარეს მიწას. კუბო ხელიდან ხელში გადადიოდა. არა თუ ყველა წოდების პირნი ეცილებოდნენ ერთმანეთს მის წაღებაში, არამედ ქალებიც კი ცდილობდნენ როგორმე რამდენიმე ნაბიჯზე კუბოს გასვენებაში მონაწილეობა მიეღოთ. დედებს მოეყვანათ თავისი პატარა შვილები, აჩოქებდნენ კუბოს წინ და თაყვანს სცემდნენ კუბოს, როგორც წმინდანის ნეშტს (ინგოროყვა 1968 : 80). მოხელის მოხსენება, რა თქმა უნდა, ცოტა გადაჭარბებულია, ტიპიური წერილია ჩინოვნიკისა, რომელიც საფრთხეს ატყობინებს ზემდგომს, მაგრამ ამავე დროს სწორედ ეს ბარათი გამოხატავს ყველაზე მეტად ქართველი ხალხის სულისკვეთებას თავისი დაუფასებელი შვილისამი.
          ბარათაშვილი დიდუბის ეკლესიის ეზოს შუა ადგილას დაკრძალეს. ძეგლს, რომელიც პოეტს 1905 წელს დაუდგეს, დააწერეს პოეტის დაბადებისა და გარდაცვალების წლები და პატარა ნაწყვეტები მისი ლექსებიდან.
           1938 წლის 15 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, ხელახლა გაითხარა პოეტის სამარე დიდუბის პანთეონში. ბარათაშვილის ნეშტის გადასვენების კომისიის წევრთა _ . მაშასვილის, . დადიანის, . ლეონიძის, . მოსაშვილისა და პროფ. ვლ. ჟღენტის _ თანდასწრებით პოეტის კუბო მთაწმინდაზე გადააბრძანეს და 12 საათსა და 45 წუთზე ახალ სამარეში ჩაასვენეს.
  
            

          
ბარათაშვილის აღიარება

          ნიკოლოზ ბარათაშვილის სიცოცხლეში მისი არცერთი ლექსი არ დაბეჭდილა. თანამედროვენი თითქოს აფასებდნენ მას და გული შესტკიოდათ პოეტის  უდროოდ და უპატრონოდ გარდაცვალების გამო, მაგრამ მათმა ცალკეულმა მცდელობამ არ გამოიღო ის შედეგი, რომ საზოგადოება, და არა ვიწრო არისტოკრატიული წრე, გასცნობოდა ბარათაშვილს და სათანადოდ შეეფასებინა მისი შემოქმედება. პოეტის სახელი თანდათან და ნელ-ნელა ხდებოდა პოპულარული.
       ბარათაშვილმა რომ თავის მეგობართა წრეს უსაზღვროდ გული დასწყვიტა, ეს უდავო ფაქტია, მაგრამ სათუო საკითხად რჩება, თუ რამდენად აღიქვამდნენ მეგობრები მის დიდ ტალანტს, მის მასშტაბურ აზროვნებას, მის ადგილს და როლს ქართული ლიტერატურის განვითარების ისტორიაში. ამ ყოველივეს გააზრებას გარკვეული დრო დასჭირდა. მეგობართა გლოვას ბარათაშვილის გარდაცვალების გამო კარგად გამოხატავს ლევან მელიქიშვილის, ბარათაშვილის უახლოესი მეგობრის, წერილი გრიგოლ ორბელიანისადმიმე მასში დავკარგე არა მხოლოდ სკოლის ამხანაგი, არამედ მეგობარი, რომელსაც ბავშვობიდანვე ვუშლიდი ჩემი გულის ყველა ხვეულებს და რომლის მეგობრული გრძნობის მე ღირსი ვიყავ. ძნელია დაჰკარგო ადამიანი, რომელიც თბილის გულითა და თბილის სულით შერიგების გრძნობას გიღვიძებს ადამიანებისადმი... ძნელია სულით დაობლება! და არა მხოლოდ მე დამატყდა თავს ეს საშინელი დანაკლისი! (მელიქიშვილი).   ამ წერილში მხოლოდ პირადი განცდებია გადმოცემული მეგობრის დაკარგვის გამო და სხვაგვარი დაფასების ძიება არც არის მიზანშეწონილი, რადგან მძიმე წუთებში ყოველთვის წინა პლანზე დგება პირადი განცდა, მწუხარება და არა საზოგადოებრივი თვალსაზრისით ახლობელი ადამიანის შეფასება. გარკვეული დროის შემდეგ სწორედ ლევან მელიქიშვილი ხდება ბარათაშვილის ლექსთა შეკრებისა და გამოცემის ინიციატორი. 1846 წლის 19 (31) იანვარს ის სწერს გრიგოლ ორბელიანსეხლა გახარებ, თუ როგორ აფასებენ განსვენებულს და მის ნიჭს მისი ნაცნობნი. 14 იანვარს, ნინოს სახელობის დღეს, ჩვენ, რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი, ვსადილობდით რევაზ ანდრონიკაშვილთან. ჩვენ შორის იყო ყაფლან, რომელსაც ვთხოვეთ ემღერა სულო ბოროტო. მაგრამ, წარმოიდგინე, არა თუ არცერთმა ჩვენგანმა არ იცოდა ზეპირად ეს მშვენიერი ლექსი, არამედ არცერთს არ ჰქონდა იგი, და ყველანი გულითადად ვწუხდით, რომ მშვენიერნი ნაწარმოებნი განსვენებულისა იკარგებიან. მაშინვე შემოტანილ იქმნა წინადადება დაგვებეჭდა ყველა ლექსები განსვენებულისა ჩვენს ხარჯზე. მეორე დღეს გავმართეთ ხელმოწერა, რომლითაც განსვენებულის ნათესავებსა და მეგობრებს ვთხოვეთ შემოწირულება დასაბეჭდად, როგორც მისი საკუთარი ნაწერებისა, ისე თარგმანებისა, რათა დავიცვათ შთამომავლობისათვის განსვენებულის თხზულებანი... ახლა შენთან აი რა სათხოვარი გვაქვს: 1. დასწერო ... თუ შესაძლოა ლექსად, წინასიტყვაობა წიგნისათვის და ბიოგრაფია განსვენებულისა, აგრეთვე ეპიტაფია ძეგლისათვის; 2. გამოგვიგზავნო, თუ კი გაქვს, მისი რაიმე ლექსები ანდა წერილები, რომლებიც ღირსნი არიან დაბეჭდვისა... არ ვიცი ბედი ქართლისა როგორ უნდა დაიბეჭდოს, რადგანაც ზოგიერთი ადგილი ძალიან თავისუფალი არი. თუ გასწორდება, კარგად იცი, ბევრს დაჰკარგავს მთელი პოემა...
          როგორც ვხედავთ, ბარათაშვილის გარდაცვალების შემდგომ იწყება ფიქრი მის დაფასებაზე, ნაწერთა შეგროვებასა და გამოცემაზე. გამოცემის მიზეზი ერთი გარკვეული გარემოებაა, ნაწერები იკარგება, ზეპირგადმოცემა კი დავიწყებას ექვემდებარება; ბარათაშვილის ლექსები ახლობლებსაც კი აღარ ახსოვთ და არც სახლში მოეპოვებათ. ვფიქრობთ, მელიქიშვილის ინიციატივა უფრო მეტად ახლობლის დაფასებაა და არა აღიარება; ახლობლისათვის ზრუნვა უფროა, ვიდრე   გადაუდებელი საქვეყნო საქმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მის სიტყვებში ჩანს ზრუნვაც შთამომავლობაზე. ჩვენს აზრს განამტკიცებს ისიც, რომ ვერც ლევან მელიქიშვილმა და ვერც გრიგოლ ორბელიანმა ვერ შეძლეს ჩანაფიქრის განხორციელება. იოსებ ბოცვაძეს თავის წიგნში ნიკოლოზ ბარათაშვილი და XIX საუკუნის ქართული პრესა გამოაქვს შემდეგი დასკვნაამრიგად, სჯა-ბაასი და მიწერ-მოწერა . ბარათაშვილის შემოქმედების გამოცემის შესახებ XIX საუკუნის პირველ ნახევარში ვიწრო მეგობრულ წრეს და ოჯახის ფარგლებს არ გასცილებია“ (ბოცვაძე 1968 : 10).
          ბარათაშვილის ლექსები პირველად გიორგი ერისთავმა დაბეჭდა ჟურნალ ცისკარში 1852 წლის მე-4 ნომერში. ეს ლექსებია: ბულბული ვარდზედ, ჩემი ლოცუა, ქალი (რად ჰყვედრი კაცსა), სულო ბოროტო. ამ ოთხი  ლექსის დაბეჭდვას დიდ დამსახურებად უთვლიან გიორგი ერისთავს ლიტერატურიის ისტორიის მკვლევარნი.
      აპოლონ მახარაძე წერს„... . ბარათაშვილს დიდი სამსახური გაუწია გიორგი ერისთავმა. . ერისთავმა 1852-1853 წლებში ჟურნალ ცისკარში გამოაქვეყნა . ბარათაშვილის მთელი რიგი ლექსები. ამით მან, ჯერ ერთი, ეს ნაწარმოებები მოსალოდნელ დაღუპვას გადაარჩინა, და, მეორეც, თუ აქამდე . ბარათაშვილის შემოქმედება ვიწრო ლიტერატურული წრეების საკუთრებას შეადგენდა, ბეჭდვის საშუალებით მკითხველთა ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი ხდება. ეს უბრალო დამსახურება როდია . ერისთავის მხრივ (მახარაძე აპ. 1967 : 321).
       დღევანდელი გადასახადიდან ვფიქრობთ, რომ კრიტიკოსის შეფასება გადაჭარბებულია. . ერისთავის ცისკარი სავსეა მდარე ხარისხის უნიჭო ავტორების შემოქმედებით. თანაც . ერისთავი ყველაზე კარგად იცნობდა ბარათაშვილის ნაწერებს, რადგან ორივე შემოქმედი ერთ ლიტერატურულ წრეში ტრიალებდა, რომელიც ძირითადად ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა-შეფასებით იყო დაკავებული. მას შეეძლო მოეძიებინა და უფრო ფართო მასშტაბით გაეცნო ბარათაშვილი, ნამდვილი კლასიკოსი, ქართველი მკითხველისათვის. 
         გიორგი ერისთავის დამსახურებაზე წერს იოსებ ბოცვაძეციმისათვის, რომ . ერისთავს მკითხველ საზოგადოებაში გაეღვიძებინა ინტერესი . ბარათაშვილის შემოქმედებისადმი, რომელიც თანდათანობით მივიწყებას ეძლეოდა, 1852 წლის ცისკრის IV ნომერში გამოაქვეყნა პოეტის ოთხი ნაწარმოები... ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც . ბარათაშვილის მემკვიდრეობის უმცირესი ნაწილი ბეჭდური სახით მიიღო მკითხველმა საზოგადოებამ (ბოცვაძე . 1968 : 10), თუმცა კრიტიკოსი აქვე შენიშნავს, რომ ოთხი ლექსის მეტი . ერისთავის ცისკარში ბარათაშვილის ლექსები აღარ გამოქვეყნებულა და  ამ უცნაურ გარემოებას სავარაუდო ახსნას უძებნისსათეატრო და სარედაქციო მუშაობით გადატვირთულ ცისკრის რედაქტორს აღარ ეყო დრო და ენერგია მოეძია არისტოკრატულ საზოგადოებაში გაფანტული ბარათაშვილის ხელნაწერები, ხოლო ხელნაწერთა მფლობელნი ვერ იმეტებდნენ ძვირფას საუნჯეს რედაქციისათვის გადასაცემად; მათი შეგნების დონე ჯერ კიდევ ვერ პასუხობდა ეპოქის მოთხოვნილებას (ბოცვაძე . 1968 : 10).
          მიუხედავად იმისა, რომ ბარათაშვილის ეპოქამ შესაბამისად ვერ დააფასა შემოქმედი, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება პირადად გიორგი ერისთავის გაულწრფელ სიყვარულში ბარათაშვილისადმი; ამას მოწმობს ამავე ნომერში დაბეჭდილი ერისთავის ლექსი _ ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათაშვილის გარდაცვალებაზედ, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ბარათაშვილის გარდაცვალების პერიოდში უნდა იყოს დაწერილი. ავტორი გულწრფელი სინანულით დასტირის უდროოდ გარდაცვლილ პატრიოტს:
    ჰოი, ჭაბუკო, ახლად სოფელს კნინ გადაშლილო,
     ყოვლის კეთილით აღსავსეო მამულის შვილო,
     რა სოფელს შეხველ, სათნოება ისხივ-ცისკარე,
     შენ მშობელს მამულს რად შემოსწყერ ობლად დაგვყარე?
     იქნებ სოფლისა მღელვარება ვერ შეიწყნარე?
     ანუ ანგელოზთ შეიშურეს და აღგაფრინეს,
     თვისთა გუნდ შიგან   დაგამკვიდრეს ფრთენი შეგასხეს?
     რაც მიგვეფარე ცას შევსცქერი  და  დღე  ბნელდების,
     უყურებ ტატო რომლის ვარსკვლავით  გამობრწყინდების,
     თითქო გხედავ შენ მოარულსა  რძისა გზაზედან,
     და მციურ მცხოვრებთ  უგალობებ დამღერ  ჩანგზედან,
     ანგელოსთ დასნი,  გეხვევიან  ყურს დაგიგდებენ,
     მერე  ცის სივრცეს ლაჟვარდოვანს განავარდებენ?
     ვგონებ  ჭმუნვათა  ქვე დამზერი  ჩვენსა  ცხოვრებას,
     ხედავ  რა შენ  ძმათ  თვისსა  შორის  შურსა, მტერობას,
     მაგრამ შეგვინდონ, შეგვავედრე  ცისა მცხოვრებთა,
     და  ნუ  მოგვკითხვენ, სოფლიურსა  ჩვენთა  ცოდვებსა
                                                        (ჟურნალი ცისკარი, 1852 ., # 5).  
           ბარათაშვილის სათანადო შეფასება იწყება 60-იანი წლებიდან. ახალმა თაობამ ზუსტად განსაზღვრა ბარათაშვილის ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში და სამართლიანად აღიქვა უდროოდ დაღუპული პოეტი გენიოსად. ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძის როლი. მან აღმოაჩინა ბარათაშვილი და აღმოაჩენინა ის ქართულ საზოგადოებასაც.
           პეტერბურგის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ილია ჭავჭავაძემ, თავადაც ახლადფეხადგმულმა ქართულ მწერლობაში, არაფერი იცოდა ბარათაშვილის შესახებ; უბრალოდ გადაკითხული ჰქონდა მისი რამდენიმე ლექსი, ცისკარში დაბეჭდილი 1852 და 1858 წლებში. . ბარათაშვილის მთლიანი შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო. და აი, 1858 წელს ილია პეტერბურგში გაეცნო ბარათაშვილს. ილიას ბავშვობის მეგობარი, კოხტა აბხაზი ასე იხსენებს ამ ამბავს:
     „...ზაფხულობით ჩვენი ქართველი სტუდენტობა პავლოვსკში ატარებდა დროს და ჩვენც, მე და ილია, ზაფხულობით იქ ვიმყოფებოდით ხოლმე. მახსოვს, ერთხელ პავლოვსკიდან ცარსკოე სელოში წავედით და იქ ვეწვიეთ ქალბ. დადიანისას, სამეგრელოს მთავრის ასულს. ქალბ. დადიანისამ გამოიტანა და მოგვცა წასაკითხად ბარათაშვილის ლექსები, რამდენადაც მახსოვს, ბარათაშვილის საკუთარი ხელთნაწერი. ეს ლექსები იყო: ქართლის ბედი და მერანი. ვერ წარმოიდგენთ, რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ. თითქმის მთელი ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით (. აბხაზი, ლიტერატურული მემკვიდრეობა 1940 : 564).
         1860 წელს დაწერილ ლექსში _ . ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ _ ილია იხსენებს იმ უსაზღვროდ დიდ შთაბეჭდილებას, რომელიც თითქმის უცნობი პოეტის ლექსებმა მასზე მოახდინა:
        „როს წარვიკითხე მისი ლექსები
        ვერარა ვსთქვი რა განცვიფრებულმა!..
        ვით ქარიშხალით ატეხილ ბუქმა
        ცას განუბნივოს შავი ღრუბლები,
        ისე იდარა ჩემ მწუხარ შუბლმა!
        ხოლო ობოლო, შენ მებრალები,
        რომ დაგაობლა მის ციურ შუქმა
        და განგაშორა თვისი სხივები!..
                     როს წარვიკითხე მისი ლექსები,
                     აღმოვიკვნესე დაობლებულმა! (ჭავჭავაძე 1987 : 100).
        „ციური შუქით დაობლებაში ილია შესაძლოა ბარათაშვილის ეკატერინე ჭავჭავაძისადმი სიყვარულს გულისხმობდა და თავადაც, ალექსანდრა ჩაიკოვსკაიაზე უიმედოდ შეყვარებულმა, თავი ობლად იგრძნო. ამავე წელს დაწერილ მეორე ლექსს _ . ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ _ ილია ბარათაშვილის სიტყვებსს  წარუმძღვანებს _  ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის....“  სწორედ ამ მეორე ლექსში გვაძლევს პოეტი ბარათაშვილის გენიის შეფასებას. პიროვნულ დამოკიდებულებასთან ერთად წარმოჩნდება საზოგადოებრივი მნიშვნელობა პოეტისა და მისი აზროვნების თვალსაწიერი:
      არა დედ-მამა, _ მაგ სიკვდილით დაობლდა ერი!..
      ვისღა მივანდოთ ჩვენი გრძნობა, ტანჯვა და ლხენა?
      მაგრამ, პოეტო საყვარელო, ხარ ბედნიერი,
      რომ შენი ლექსი სიკვდილითაც არა გკლავს შენა!  (ჭავჭავაძე 1987 : 107).
         უფრო მოგვიანებით 1892 წელს ივერიაში დაბეჭდილ სტატიაში _ წერილები ქართულ ლიტერატურაზე _ ილიამ ყველაზე ვრცლად და ამავე დროს სიღრმისეულდ განიხილა ბარათაშვილის შემოქმედება და ასეთი შეფასება მისცა მგოსანსჩვენ სახეში არა გვქონდა და არცა გვაქვს ისე ვრცლად გამოკიდება არც ერთის ჩვენის მწერლისა, რომელთაც ცოტა თუ ბევრი ღვაწლი მიუძღვის ჩვენს აზრთა ზრდაში, როგორიც მოგვიხდა . ბარათაშვილის შესახებ. გზა-კვალი მისის პოეზიისა, სიგრძე-სიგანე და სიღრმე მისთა აზრთა დენისა მეტად ღირსშესანიშნავია, რომ დაუსაბუთებლად ადვილად დასაჯერი იყოს. იგი ობოლი მარგალიტია, ობოლი იმიტომ, რომ მარტოდმარტოა ჩვენს მწერლობაში. არც წინამორბედი ჰყავს, არც უკან მიმდევი (ჭავჭავაძე 1991 : 544).
    * * *

          ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი კრებული მხოლოდ პოეტის გარდაცვალებიდან  30 წლის შემდეგ, 1876 წელს, გამოვიდა პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით. კრებული შეიცავს მხოლოდ 30 ლექსს და პოემას _ ბედი ქართლისა. მეორე გამოცემა, 1879 წლისა, გამეორებაა პირველი გამოცემის. პოეტის შემოქმედებაზე იბეჭდება წერილება გაზეთ დროებასა და ნოვოე ობოზრენიაში; მის შემოქმედებას სწავლობენ ილია ჭავჭავაძის დროსაც და მის შემდგომაც: . ნიკოლაძე, . კარიჭაშვილი, . აბაშიძე, ალ. ცაგარელი, ალ. ხახანაშვილი, . ვეზირიშვილი, . მირიანაშვილი, . ფანცხავა, . გედევანიშვილი, . მახარაძე, ივ. გომართელი და სხვები, მაგრამ ბარათაშვილის  სახელისათვის ზრუნვა ძირითადად ილიას დამსახურებაა.
         1893 წლის ივერიაში, ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებასთან ერთად, იწყება პოეტის პოპულარიზაცია, დაფასება როგორც პიროვნების და როგორც პოეტის; წარმოჩენა ცხოვრებისეული ეპიზოდებისა და შემოქმედების, მიძღვნა ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევებისა და ლექსების. ეს არის ბარათაშვილის მიზანმიმართული აღიარება ივერიის რედაქციის მიერ, რომელსაც გაცილებით ადრე იმსახურებდა ტატო ბარათაშვილი. ივერია ამზადებს საზოგადოებას მეტად მნიშვნელოვანი ფაქტისთვის _ ეს განჯაში გარდაცვლილი ბარათაშვილის საქართველოში გადმოსვენებაა. 1893 წლის ივერიის  18,  20,  21,  22, 23, 24 აპრილის ნომრები იხსნება შავარშიაშემოვლებული, პირველივე გვერდზე, გაზეთის სათაურის ქვეშ დაბეჭდილი განცხადებითკვირას, 25 აპრილს, გადმოსვენებულ იქმნება განჯიდგან ტფილისს ნეშტი პოეტის . ნიკოლოზ ბარათაშვილისა. ეუწყებათ ეს ამბავი განსვენებულის ნათესავთა და პატივისმცემელთ, რათა მობრძანდნენ ამ დღეს, დილის 9 ½ საათზედ, რკინის გზის ვაკზალზედ, საიდგანაც ნეშტს წაასვენებენ დიდუბეს, მღვთის-მშობლის ეკკლესიაში (ივერია 1993 : #78, #80, #81, #82,#83, #84). გაზეთის 85- და 86- ნომერი, რომლებიც გამოვიდა პოეტის გადმოსვენებისა და მის შემდეგ დღეს, მიეძღვნა მთლიანად ბარათაშვილს.
        1893 წლის ივერიის 85- ნომერს წამძღვარებული აქვს ბარათაშვილის სიტყვებიამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას? ...“ და მაგრამ საწუთრო განა ვისმე დიდხანს ახარებს?... გაზეთის სათაურის ქვეშ დიდი და გამოყოფილი შრიფტითაა მითითებულიდღეს დიდუბეში მიაბარებენ მიწას თავ. ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსრედაქციის თანამშრომელი _ მეველე _ უძღვნის სამშობლოში დაბრუნებული ბარათაშვილის ნეშტს ნეკროლოგს. მოგვყავს ტექსტი თავიდან ბოლომდე, რათა აღმოვაჩინოთ მასში არა მხოლოდ ახლობლის დაფასების სურვილი, არამედ ბარათაშვილის შემოქმედების მსოფლიო მასშტაბების დანახვა ქართული საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობთ, ერთი ბიძგი იყო საჭირო, რომ ეს მომხდარიყო და ეს ბიძგიც, დაგვიანებით, მაგრამ მაინც განხორციელდა: 
     ნახევარ საუკუნის შემდეგ . ბარათაშვილის ძვირფასი ნეშტი დაუბრუნდა სამშობლო ქვეყანას!
      ქართველი ერი სასოებით და მოწიწებით მოელოდა ამ დიდებულ წამს!   
      დიდი ხნის სურვილი ქვეყნისა, რომ პოეტი დამარხულიყო მშობლიურ მიწაში _ აღსრულდა!
        ამიერიდგან ბარათაშვილი თავის ქვეყანას აღარ განშორდება. ტანჯული სული პოეტისა დამშვიდდა! იგი ეღირსა საუკუნო ბინას, ბინას შესაფერს და სანატრელს!
       ძაძით მოსილმა მშობელ დედამ ისევ ჩაიკრა მკერდს ესოდენ დიდის ხნის დაკარგული ძვირფასი შვილი! განქრა სამუდამოდ საშინელი შიში პოეტისა:
            „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში,
             ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის-...
           მაგრამ რა იყო 29 წლის გადაცვალებული ყმაწვილი ნიკოლოზ ბარათაშვილი? რა სახელითა და სხივით შემკობილი იყო ახალგაზრდა პოეტი?
           ბარათაშვილს თითქმის არც იცნობდა საქართველო. მხოლოდ რამდენთამე რჩეულთა, ნათესავთა და მეგობართ ესმოდათ, რა საუნჯე დაჰკარგეს, რა მაღალის და მშვენიერის ნიჭით შემოსილი მგოსანი მოაკლდათ!
            ერი არ იცნობდა, არც ნიკოლოზს, არც მისს ძლიერს მუზას! პოეტის გატაცებული მგოსნობა, იმისი ცრემლი და გოდება, იმისი ღრმა, ნაზი სიყვარული სამშობლოსადმი რას გააწყობდნენ, როდესაც წიგნის დაბეჭდვის საშუალებაც არა გვქონდა!?
          ასეთი იყო მდგომარეობა საქართველოსი ბარათაშვილის დროს. ამიტომ პოეტს არ ჩაჰყოლია მაშინ სამარეს ერის მწუხარება, არ დასცვივნია გულს ცრემლი თანამემამულეთა! ბარათაშვილი გადაიცვალა შორს, უცხოთა შორის, უნუგეშოდ, უჭირისუფლოდ!
         მაგრამ ორმოც-და-ათის წლის შემდეგ რასა ვხედავთ ამავე ქვეყანაში ამავე კაცის შესახებ?!
         მთელ საქართველოს წარმომადგენელნი მოგროვილან პოეტის სამარეს წინაშე. ერი ცრემლ-მორეულის სიხარულით შესცქერის თავის ჭირისა და ლხინის მგოსანს!
          ბარათაშვილის ჭირისუფალი დღეს მთელი ქართველი ერია! ათიოდე მეგობართა მაგიერ, პოეტს ათასი და ათი ათასი თაყვანის მცემელნი შეეძინა ამ ნახევარს საუკუნეში და გზა უვალი, მისგან თელილი, გაფართოვდა, გამშვენიერდა!
               სად არის ისეთი კუთხე საქართველოსი, რომ ბარათაშვილის ლექსები არ აღელვებდეს ქართველის გულს! სად არის ისეთი ალაგი, რომ მაღალი გრძნობა პოეტისა, მარგალიტივით შემკული, არ ატკბობდეს და არ ალხენდეს ქართველს! და ასეთი ცვლილება მოხდა ამ, შედარებით, მცირე ხანს!
              რა ჩინებული და საგულისხმო სურათია! ერი არასოდეს არ ივიწყებს თავის ერთგულ შვილთა სამსახურს. იგი, ადრე თუ გვიან, უთუოდ გადუხდის სამაგიეროს.
               ლამპარი, ანთებული პოეტისაგან სამშობლოს ტაძრის წინაშე, არ გამქრალა!.. სინათლე მისი განდიდებულა, ასულა ზეცას და იქიდან დაჰნათებს ერს!
               დიდი არის ეგეთი ღვაწლი ქვეყნის წინაშე! სახელოვანი და კურთხეულია ეგეთი მამულის შვილი!
              ერს, რომელსაც ბარათაშვილის მსგავსი მგოსანი გამოეზრდება, თამამად, გაბედვით შეუძლიან თვალი გაუსწოროს მომავალს.
             განსაცდელი ერთათვის არ არის იშვიათი. ხშირად ქვეყანა ისეთს მდგომარეობაში ჩავარდება, რომ იმედსაც ჰკარგვენ მრავალნი ერთგულნი შვილნი. მაგრამ ამ დროს ღმერთი სულის აღმამაღლებელს, იმედის შთამნერგველ მგოსანთა მოუვლენს ქვეყანას! ესენი ანუგეშებენ და შთააგონებენ უწმინდეს გრძნობას, მამულის სიყვარულს და ერთგულებას.
           გადის დრო და კეთილ თესლს მოაქვს ნაყოფი, როგორც დღეს, როდესაც მთელი საქართველო მადლობას უხდის თავის წარჩინებულს შვილს!
          ჩინებული და ფრიად სხივოსანი წამია ერის ცხოვრებაში ასეთი დიდებული შემთხვევა.
          ბედნიერი იყოს, საკვირველო პოეტო, შენი დაბრუნება სამშობლოში! ვისურვებთ, შენს წმინდა სამარის წინაშე გამქრალ იყოს, თუ რამ უკეთურნი გრძნობანი ჰქონდეთ ერთმანერთისადმი შენთა მოძმეთა!
         ამიერიდგან იყავნ ჩვენთან სამუდამოდ, იყავ ჩვენთან და შეგვაერთე სამშობლოს სამსახურად იმ მაღალის გრძნობით, რომელიც ასე ყმაწვილმა ჩაიტანე უდროოდ გათხრილს სამარეს(მეველე : ივერია#85, 1893).
            ნეკროლოგიდან კარგად ჩანს ბართაშვილის დაუფასებლობაც პოეტისდროინდელი საზოგადოებისგან, მისი პიროვნული ღირსებებიც და პოეტური ნიჭის მასშტაბურობაც, ყველასგან გამორჩეულობა; აგრეთვე თანადროული საზოგადოების მიერ ბარათაშვილის აღიარება და დაფასება.
         ამავე ნომერში წარმოდგენილია ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის განხილვა ორი ავტორის მიერ.  სტატიაში _ ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი პოეზია (სტატიის ავტორის ფსევდონიმია _ პაატა) _ ავტორი მოკლედ ახასიათებს ეპოქას, საზოგადოებრივი ცხოვრების უმოქმედობას  და ამ სიბნელის ფონზე ბარათაშვილის მოვლინებასამავე ჟამს სიბნელისას ებადება მიმკვდარებულს სულიერად საქართველოს კაცი, უმაღლესად მადლით ცხებული, კაცი ძლიერის სულით, მაღალის გრძნობით, სათნოებით, კაცთ-მოყვარეობით აღსავსე, იბადება ქართველთა ბაირონი (ივერია, 1893, # 85)სტატიის ავტორი არა მარტო ადარებს ბარათაშვილს მსოფლიო პოეტს _ ბაირონს (და ეს შედარება არ არის დაუსაბუთებელი), არამედ გამოარჩევს ბარათაშვილს  მისივე თანამედროვე, პოეზიის მეფედ აღიარებული გრიგოლ ორბელიანისაგან, როგორც ბევრად მაღალი მაღალი მასშტაბისა და დიდი ნიჭის შემოქმედს. მეორე სტატიის („პროფესორ ალ. ცაგარელის აზრი . ბარათაშვილზე) ავტორი პროფესორი ალექსანდრე ცაგარელია. ის ყურადღებას ამახვილებს ბარათაშვილის პოეტურ ნიჭსა და ენაზე, გამოარჩევს ბარათაშვილს ყველა სხვა ქართველ პოეტთაგან და მის შედარებას მხოლოდ რუსთაველთან თვლის შესაძლებლადამ ჩვენის სასიქადულო პოეტის ლექსებზედ და ენაზედ ის უნდა სთქვას კაცმა, რაც იმის საკვირველ ბუნებაზედ ითქმის: გრძნობის ძალითა და სიმაღლით, ჭეშმარიტ პოეტურ წარმოდგენით, თავისუფალ, ძალა-დაუტანებელ ლექსის მიმდინარეობით, მტკიცედ და ცხადად საგნის გამოხატვით, სულთქმა-ვნებათა გამოთქმით, პოეზიის ყოვლად შემარხეველ კილოთი, რომელიც პირ-და-პირ მკითხველის გულს ეტანება და სწორედ იმას აგრძნობინებს მკითხველს, ანუ მსმენელს, რაც პოეტს უნდა ეგრძნობინებინა, _ ყველა ამ გასაოცარ დიდ პოეტურ თვისებით, ვამბობთ, ძნელი შესადარებელია ის ყველა დანარჩენ ქართველ პოეტებთან, შოთა რუსთაველის გარდა. ქართული ენა . ბარათაშვილის ლექსებისა დიდად დახელოვნებული და შემუშავებული არის: არც სულ ძველი, არც ახალი, არც მწიგნობრილ-ხუცური, სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოს ლიტერატურის და პოეზიის ენა. ლექსთწყობა მშვენიერი; რითმა გასაკვირველის ხელოვნებით არის გამოთქმული...პირდაპირ გულის სიღრმიდგან წყაროსავით მოჩუხჩუხებს განმაცხოვებელი გრძნობა და პოეტური წარმოდგენა... (ალ. ცაგარელი, ივერია, 1893, #85).
        „ივერიის ამ ნომერში დაბეჭდილია ნიკო დადიანის, დომინიკა ერისთავის, სილოვანის, გოგლოსა და თედო რაზიკაშვილის ლექსები, მიძღვნილი ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი; დეპეშები განჯიდან და დუშეთიდან; აგრეთვე ეკატერინე გაბაშვილის წერილი ღარიბ ლიტერატორთა ფონდის დაარსების შესახებ, რომელიც სასურველია . ბარათაშვილის სახელობის იყოსდღეს, როდესაც ყველა ქართველი შემსჭვალულია საერთო მწუხარებით და პატივს სცემს და ადიდებს ჩვენ უკვდავ პოეტის . ბარათაშვილის სახელს, საუკეთესო ძეგლად მიგვაჩნია იმის სახელობაზედ დავაარსოთ ზემოხსენებული ფონდი და იმედი გვაქვს, ჩვენ მაგალითს მიბაძვენ სხვანიც და ამით ხელს შეუწყობენ იმ დიდ საჭიროებას, რომელიც ცხადია ყველასთვის, ვისაც-კი ქართულის მწერლობისთვის  და ქართველ მწერალთათვის გული გული შესტკივა (ეკ. გაბაშვილისა, ივერია, 1893, #85). ეს წერილი იმისთვის მოვიყვანეთ, რომ წარმოჩნდეს, რამდენად ყველას და ყველაფრის შთამაგონებელი გახდა ბარათაშვილის პიროვნება და სახელი.
         და, რაც ყველაზე მთავარია, 1893 წლის ივერიის 85- ნომრიდან ფელეტონის რუბრიკაში იწყება იონა მეუნარგიას მიერ დაწერილი მონოგრაფიის _ ბარათაშვილის ცხოვრებისა და პოეზიის _ ბეჭდვა. მონოგრაფია მიყოლებით, ზოგჯერ რამდენიმე ნომრის გამოტოვებით იბეჭდება, მაგრამ მთელი წლის მანძილზე მკითხველის თვალწინ სულ ტრიალებს ბარათაშვილის სახელი.
         1893 წლის ივერიის 86- ნომერში აღწერილია დიდუბის პანთეონში ბარათაშვილის დასაფლავება, რომელიც იქცა ეროვნული მნიშვნელობის გამოსვლად, ქართველი ხალხის გამაერთიანებელ მოვლენადკვირა დილას, 25 აპრილს, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი ტფილისის რკინის გზის ვაგზალზე, საცა მოელოდნენ . ბარათაშვილის ნეშტს განჯიდამ. ვაგზლის არე მარესა და თვით მისასვლელ მოედანზე ჭედვა იყო, იმოდენა საზოგადოებას მოეკრიბა თავი. რკინის გზის ბაქანზე იდგა შემოსილი ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი გორისა ალექსანდრე არქიმანდრიტებითა და სამღვდელოებით. აქვე იყვნენ წარმომადგენელნი ქართველ ინტელიგენციისა და მაღალის საზოგადოებისა, თავად-აზნაურთა წინამძღოლნი, დეპუტაციები სხვა-და-სხვა ქალაქებისა და დაწესებულებათა გვირგვინებითა პოეტის კუბოს შესამკობად. 9 ½ საათზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდამ გადმოასვენეს კუბო ძვირფასის ნეშტით. კუბოს მოჰყვნენ პოეტის ნათესავი . . .  ორბელიანი და სხვა პატივცემულნი ქართველნი, რომელნიც გაგზავნილნი იყვნენ განჯას. მცირე პანაშვიდის გარდახდის შემდეგ ნეშტი გამოასვენეს ვაგზლიდამ სამგლოვიარო წმიდაო ღმერთო- გალობითა. აქ, ვაგზალთან, ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა და პატივი სცა დიდებულის მგოსნის ცხედარს.შემდეგ ეს აუარებელი და ზღვა ხალხი დაიძრა და გაემართა ლიტანიით დიდუბისკენ. ამფიონი შემკული იყო ძვირფასის სხვა-და-სხვა გვარის გვირგვინებით, კუბო ხელში ეჭირათ: ხან ქალებს, ხან ახალგაზრდობას, ხან ნათესავებსა და ისე მიასვენებდნენ. გზა-გზა რამდენიმე ხორო გალობდა: ხორო ქალებისაც, სასულიერო სემინარიის შეგირდებისაც, სათავადაზნაურო სკოლის მოწაფეთა და . შარაძისა, - . ქორიძის ხელმძღვანელობით. ქალების ხორო შეედგინა ტფილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურს-დამთავრებულ შეგირდებისაგან მღვდელს მამა . კარბელაშვილს. როცა ლიტანია მიუახლოვდა ეკლესიასას, ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი, მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ წარმოსთქვა შესაფერი და გრძნობით სავსე სიტყვა. თვით ეკლესიაში სიტყვა სთქვა ზიარების დროს მღვდელმა ცინცაძემ.
    ფოტოგრაფმა რამდენჯერმე გადაიღო სურათი პროცესიისა. წირვის გათავების შემდეგ საფლავზე გადახდილ იქმნა კვლავ მცირე პანაშვიდი და წარმოითქვა რამდენიმე საიტყვა. სიტყვები და ლექსები წარმოსთქვეს: . აკაკი წერეთელმა, . ილ. ჭავჭავაძემ, კნ. . ორბელიანისამ, ქუთაისის ქალაქის მოურავმა ლოლუამ, ქუთაისის დეპუტატმა . ბაქრაძემ, . წერეთელმა, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა -ნმა თუმანიანცმა, . ბიძინა ჩოლოყაშვილმა და სხვ. („ივერია, 1893, #86). გაზეთში დაბეჭდილია ილია ჭავჭავაძის სიტყვა, იმერეთიდან _ ლოლუასი და დავით ბაქრაძის; ლექსები _ ნინო ორბელიანისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის. ამას მოსდევს დასაფლავების დღეს მიღებული დეპეშები: ფოთიდან იონა მეუნარგიასი, კავკავიდგან _ ბოცვაძის, ყვირილადან  _ ხუსკივაძის; თელავიდან _ ცნობა თავად-აზნაურთა და დიდძალი ხალხის თხოვნით საეკლესიო პანაშვიდის გადახდის შესახებ. ამას მოჰყვება ტიფლისკი ვესტნიკადან“  ამოღებული ნიკო ნიკოლაძის  ჯერ კიდევ 1876 წელს გამოთქმული შეხედულებები ბარათაშვილის შემოქმედებაზე _ - . . ნიკოლაძის აზრი პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილსა და იმის პოეზიაზე. ნიკოლაძე გამოარჩევს ბარათაშვილს მთელ ქართულ ლიტერატურაში როგორც თემატიკითიმათი მსგავსი წინედ არა დაწერილა-რა ქართულ ლიტერატურაში, ისე ლექსის გარეგანი ფორმით, სიმსუბუქით, ორიგინალობით, რაც ბარათაშვილის ძლიერი ტალანტის გამოხატულებაა. ბარათაშვილს არ უყვარს მრავალ-სიტყვაობა; ამიტომ იმისი ლექსი გარეგან ფორმით ძლიერ მოკლედ მოჭრით-გამოთქმულია და საზოგადოდ ისეთსავე შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე, როგორც ლექსნი რუსეთის დიდებულ პოეტ ლერმონტოვისა. ჩვენის პოეტის ლექსი, როგორც ლერმონტოვისა, ისეთივე ძლიერი და მკვეთრია, იმ გვარადვე მოკლედ-გამოხატულია, წვრილმანების სრულ უყურადღებობით, და იმნაირადვეა გამოკვერილი; თითქო  ჩაქუჩსა სცემს მკითხველს თავში და უნდა ღრმად ჩაუსვას, ჩააგონოს თავისი აზრიო. კიდეც ამიტომ  . ბარათაშვილის ლექსებიდგან ქართველს მრავალი ანდაზები და აფორიზმები ამოუღია; ეს ხომ უტყუარი საბუთია, რომ ძალა . ბარათაშვილის ნიჭისა, ტალანტისა ძლიერია, დიადია... (. ნიკოლაძე, ივერია, 1893, # 86).
     1893 წლის ივერიის 87- ნომერში დაბეჭდილია ალექსანდრე ჭყონიას წერილი_ როგორ ვიპოვეთ ნეშტი . ბარათაშვილისა, 92- ნომერში _სიტყვა . აკაკი წერეთლისა . ბარათაშვილის დასაფლავებაზე“  და  სიტყვა . წერეთლისა (კვალიდან გადმობეჭდილი), სიტყვა ალექსანდრე ეპისკოპოზისა, 105- ნომერში რედაქცია კვლავ მიმართავს საზოგადოებასწერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო პოეტის . ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეთაგან განსაკუთრებული უფლება მის ნაწერების გამოცემისა. ამ საზოგადოების გამგეობა სთხოვს უმორჩილესად ყველას, ვისაც-კი მოეპოვება ჯერედ კიდევ დაუბეჭდავი მისი ლექსები, წერილები, ნათარგმნები და სხვა, ანუ საკუთარის მის ხელით დაწერილი რამ, თუნდაც იგი დაბეჭდილიც იყვეს, ინებონ და გამოგზანონ საზოგადოების კანცელარიაში (სათავად-აზნაურო ბანკის ქარვასლა # 126). ნაწერების დაბეჭდვის შემდეგ ყველაფერი უკანვე დაუბრუნდებათ პატრონებს (ივერია 1893 : #87).
           ამ განცხადებამ ხელი შეუწყო  ბარათაშვილის თხზულებათა 1895 წლის გამოცემას ექვთიმე თაყაიშვილისა და დავით კარიჭაშვილის რედაქტორობით, რადგან ამ დროს უკვე ცნობილი გახდა  ბარათაშვილის ყველა ძირითადი ავტოგრაფი, მათ შორის _ 1841-1843 წლების ხელნაწერი ავტოგრაფიული კრებულები და ცალკეულ ლექსთა კოლექციები მაიკო ორბელიანისა და გრიგოლ ორბელიანის, იონა მეუნარგიას მიერ შეკრებილი და გამოქვეყნებიული ლექსები უცნობი ავტოგრაფებიდან.

       * * *
            ერთი შეხედვით, ბარათაშვილი მისთვის უცნობმა ადამიანებმა უფრო დააფასეს, ვიდრე მისმა ახლობლებმა: მისმა ჭაბუკმა მეგობრებმა, რომელთაც ახარებდათ პოეტის ყოველი ახალი ლექსი; ნათესავებმა, ბიძებმა, რომელთაც თავის გულის ფიქრს ანდობდა. არა. ბარათაშვილი, როგორც ყველა გენიოსი, დააფასა დრომ.






                                      გამოყენებული ლიტერატურა:
1.      ბარათაშვილი ნიკოლოზ, თხზულებათა კრებული, თბილისი 1922.
2.      ბარათაშვილი ნიკოლოზ, თხზულებანი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი 1968.
3.      ბოცვაძე იოსებ, ნიკოლოზ ბარათაშვილი და XIX საუკუნის ქართული პრესა, თსუ, თბ., 1968.
4.      გაწერელია აკაკი, რჩეული ნაწერები სამ ტომად, . II, გამომცემლობა მერანი, თბ., 1978.
5.      გოცაძე მიხეილ, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, . I, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1954.
6.      გუგუშვილი პაატა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიისათვის ახალი მასალები, ჟურნალი მნათობი, 1937 ., # 4.
7.      ევგენიძე იუზა, გრიგოლ ორბელიანი, გამომცემლობა მერიდიანი, თბ., 1995;
8.      ინგოროყვა პავლე, ნიკოლოზ ბარათაშვილი (ნარკვევი), კრებულიდან ნიკოლოზ ბარათაშვილი 150, თხზულებანი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი 1968.
9.      ლეონიძე გიორგი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, თხზულებანი, სახელმწიფო გამომცემლობა, თბ., 1945.
10.  ორბელიანი გრიგოლ, პოეტური ნაწერების სრული კრებული, გამომცემლობა საბჭოთა მწერალი, თბ., 1951
11.  ყიფიანი დიმიტრი, მემუარები, გამომცემლობა საქართველო, თბილისი 1990.
12.  ჯოლოგუა თამაზ, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, XIX საუკუნე, ნაკვეთი    I, გამომცემლობა ნეკერი, თბ., 2011.
13.  ჩხეტია შალვა, . ბარათაშვილი,  მასალები ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ, სსსრ შინსახკომის საარქივო სამართველოს გამომცემლობა, თბ., 1945.
14.  წერეთელი აკაკი, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, . III, მხატვრული პროზა, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბ., 1989.
15.  მახარაძე აპოლონ, ქართული რომანტიზმი, თსუ, თბ., 1967;
16.  რუსთაველი 1966 : რუსთაველი . ვეფხისტყაოსანი, შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1966;
17.  ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, . I, პოეზია, გამომცემლობა მეცნიერება, საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1987.
18.  ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, . V, კრიტიკა, გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი, 1991.













No comments:

Post a Comment